გოჩა ახალაია: “მე მიყვარს ჩემი სამშობლო, თუმცა პატრიოტულ ლექსებს ვერ ვწერ…”

  • ახლგაზრდა შემოქმედი გოჩა ახალაია ამბობს, რომ ლექსების წერა სიყვარულმა დააწყებინა. ლექსებში კი სულის სიმშვიდე იპოვა.

გოჩა ახალაია: “მე ვარ გოჩა ახალაია, 18 წლის. ვცხოვრობ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში. მიყვარს ჩემი სოფელი, იქ გავიზარდე. ორი წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა, მას შემდეგ რთული იყო იმ წლების გადატანა, რაც უმამოდ გადავიტანე. 11 წელია ვცეკვავ და ცეკვა ძალიან მიყვარს. სკოლა შარშან დავამთავრე, ახლა არსად ვსწავლობ, თუმცა ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და ვეცდები, რომ განვახორციელო”.

როგორც აღვნიშნე, ლექსების წერა სიყვარულმა დამაწყებინა, დიდმა სიყვარულმა. თუმცა, ეს სიყვარული ტკივილს უფრო წააგავდა, ხოლო პოეზია ამ ტკივილს მიმსუბუქებდა. მე ლექსებში სულის სიმშვიდე ვიპოვე, ხოლო პოეზია სიყვარულის სახით შემიყვარდა. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, თუმცა პატრიოტულ ლექსებს ვერ ვწერ, მაგრამ მის სიყვარულს ვერავინ წამართმევს. მე 18 წლის ბიჭი ვარ, ჩემი მიწა-წყლის ერთგული.

დღეები

დღეები მიქრიან, დღეები თანდათან, თვეებიც იცვლება, ვსრულდებით. ლამაზო, სტრიქონებს ქარიშხლებს გავატან, ჩვენ სანამ წაგვიყვანს, ღრუბლები. მაფერხებ, გაფერხებ, მომინდა, უბრალოდ ავდგე და გაკოცო, არასდროს წავიდე ომიდან, ბოროტი სულები დავხოცო. არ ვიცი, შემომრჩა დილიდან, არაფრის კეთების სურვილი, ყველაფერს შენამდე მივიტან, შენ თუ არ იქნები გულგრილი. ვერ ვიტან, რომ მიცვლის ხასიათს, ამინდი მარტის და ვსრულდები, ცხოვრება კადრიდან გამიტანს, შემრჩება წერა და ფურცლები. შეხედე, ღრუბლები ყვირიან, დღეებიც მიქრიან თანდათან, არ ვიცი, უბრალოდ დილიდან, სტრიქონებს ქარიშხლებს გავატან.

ნუ დაღონდები, ყველაფერი რიგზე იქნება, ბოლოს სიცოცხლე გაიმარჯვებს ასე მგონია, ცოტა რთულია, ამიტაცეს შენზე ფიქრებმა, მე შენი სუნთქვა, მერამდენედ გამიგონია. სულში ყვირილის მერამდენე, ტალღა აღელდა, მზის ამოსვლამდე ვეგებები, შენს გაღიმებას, ყოველ ნაბიჯზე, შენი სახის ნახვა დამჩემდა, თუმცა შევძელი შენით, სულის გამოფხიზლება. ეს ყველაფერი სიშორეა მარადისობის, ეკლებად მცვივა, დაცვენილი, ყოველი სევდა, და არაფერი, ვერ დავიტევ გულში ყველაფერს, როცა არაფერს, ვუჩივი და ყველაფერს ვხედავ. ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს ამ თავხედობას, როცა სიმთვრალე მომაწვება ვენებს დავიხსნი, ცას მოვიპარავ, ლურჯი მთების არტახებიდან, გთხოვ მაპატიე, თუ ვერაფერს ვეღარ აგიხსნი. და თუ შემეხე, ყველაფერი რიგზე იქნება, ძარღვებს სისხლივით რომ აკლიხარ, მაშინ რა გიყო? და მაინც ერთ დღეს, სიყვარულმა გამოიდარა, შენ როგორ ფიქრობ, უშენობა ძნელი არ იყო? ოჰ, მაგ თვალების სიყვარული, როცა დამათრობს, და შენ რა იცი? ან იქნებაც ფიქრი არ გინდა, და ჩემი გული, შენთან ყოფნით ისე ამაყობს, ვიცი, გავაფრენ, გადავხტები ერთ დღეს ფანჯრიდან. ცას მოვიპარავ, ლურჯი მთების არტახებიდან, წამებს დავითვლი წარსულიდან. ეს დღეც ჩავთვალოთ და მე კი ერთ დღეს, იმ ფანჯრიდან გადავხტები და თხოვნა მაქვს, სადმე უკაცრიელ ტყეში დამკრძალოთ.

გოჩა ახალაია

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.