საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ყოველი მეათე ადამიანი ასიმპტომური იყო


  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ყოველი მეათე ადამიანი ასიმპტომური იყო. შედეგები ცენტრმა 800 შემთხვევიდან გამოთვალა, თუმცა ახლა შემთხვევების რაოდენობა 882-მდეა გაზრდილი.

სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება: ცხელება (57,3%), ზოგადი სისუსტე (34,5%), ხველა (24,6%), ყელის ტკივილი (17%) და თავის ტკივილი (14,5%).

“სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება პრობლემური აღმოჩნდა 166 შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება, სიმპტომების აღქმის განსხვავებული მიდგომა, სტიგმატიზაცია. აღნიშნული შემთხვევები კონცენტრირებული იყო ქვემო ქართლის რეგიონში და შეადგენდა ამ რეგიონში გამოვლენილი შემთხვევების 58,4%-ს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

საქართველოში ვირუსი ლაბორატორიულად სულ 882 პირს დაუდასტურდა, მათგან 724 განიკურნა, 14 კი გარდაიცვალა. შესაბამისად, სტაციონარში რჩება 144 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!