მუზეუმების საერთაშორისო დღე


  • დღეს, 23 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, 13:00 საათზე, მუზეუმის წინ მდებარე პარკში გაიხსნა გამოფენა -„ისტორია, რომელიც გვაერთიანებს“, სადაც წარმოდგენილი გახლდათ მუზეუმის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო-მასალა.

18:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში გაიმართება, ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძის დოკუმენტური ფილმის „საუნჯის ოდისეა“ ჩვენება.

ღონისძიების ფარგლებში, გამოცხადებულია ღია კარის დღე – სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაათვალიერონ უფლისწულის სასახლე.

2005 წლიდან დამკვიდრებული საერთაშორისო კულტურული ინიციატივის – „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, მუზეუმი ვიზიტორებს 21:00 საათამდე უმასპინძლებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × 2 =

Akismet ანტისპამი