- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქართველი პოეტის, მთარგმნელის, დიპლომატის და პუბლიცისტის რაულ ჩილაჩავას შვიდწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ავტორის შვიდწიგნეული, რისთვისაც მას მიენიჭა რუსთაველის პრემია. გამოცემის მნიშვნელობაზე და ავტორის მრავალმხრივ შემოქმედებაზე ისაუბრეს ცნობილმა პიროვნებებმა, ხოლო თავად ავტორმა მსმენელებს გააცნო შვიდწიგნეულის შექმნის ისტორია და შინაარსობრივი თავისებურებები.
ინფორმაციისთვის: რაულ ჩილაჩავა 160-ზე მეტი გამოცემის ავტორია, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. იგი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და საზოგადოებრივ-დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებში 2005-2010 წლებში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ლატვიაში.




