მანუჩარ ჭურღულიას გახსენება


  • კიდევ ერთი ტკივილიანი ელდა… კიდევ ერთი უნიჭიერესი ვაჟკაცის ცრემლიანი გაცილება. მანუჩარ ჭურღულიამ თავისი ყოველდღიური, ტკბილ-მწარე ცხოვრებიდან ზეციურში, ნათლისღების დღეს, 19 იანვარს გადაინაცვლა.

თანასოფლელების წუხილი, ოჯახის გაუსაძლისი დარდი, დედის ცხარე ცრემლები, ენით აუწერელი ტანჯვა, მეგობრების სულსა და გულში დაგუბებული ტკივილი, გაყინული ცრემლები, მოულოდნელი მწუხარებისაგან ერთიანად შეძრული სოფელი ცრემლები ზღვად იქცა. მისი დაკრძალვის დღეს ასეულობით ადამიანმა იტირა. ახლა მანუჩარი 41 წლის იქნებოდა. ის გახლდათ ნიჭიერი ახალგაზრდა, ლექსებს წერდა, სპექტაკლებში მთავარ როლებს თამაშობდა.

მეჩვიდმეტე წელია, ჩვენს შორის აღარ არის, მაგრამ დარჩა სოფლის ახალგაზრდა თაობების მეხსიერებაში. ვიცი, შვილმკვდარი დედა, ქალბატონი მანანა და მისი ერთადერთი, განუმეორებელი დაიკო რიმა, თავის პატარა რაინდთან, საყვარელი ბიძის მოსახელე მანუჩარ დგებუაძესთან ერთად, არასოდეს დაივიწყებენ საყვარელ შვილს, ძმას და ბიძას მანუჩარ ჭურღულიას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მანუჩარის სული. გთავაზობთ მანუჩარის ლექსს.

როზა როგავა

***

არავინ მოვა ვიცი ამაღამ,

და მაინც ველი, ვიღაცას ველი…

მოლოდინია თუ უცხო სხვა რამ,

ან მონატრება ვისამე წრფელი.

რას ველოდები, ვის ველოდები,

რომ მკითხოს ვინმემ არ ვიცი არა,

მხოლოდ ის ვიცი ლოდინის ჟინი,

ჩემში ჯერ კიდევ აღარ ჩამკვდარა!

დაე, ველოდო არ მომსვლელ სტუმარს,

ვისი მოსვლაც მე გულით მწადია,

ანდა იმ გრძნობას, რომელიც ჩემთვის

სანატრელი და სანუკვარია.

ველოდო მანამ, სანამ ის უცხო,

ჩემს გულის ჭიშკარს გადმოაბიჯებს,

ვერ ვხედავ, მაგრამ მე მაინც ვზომავ,

მის განვლილ გზას და ვითვლი ნაბიჯებს.

ვითვლი და ვგრძნობ, რომ მიახლოვდება,

ის უცნაური, ვიღაც ან რაღაც

და იმასაც ვგრძნობ, რომ ეს შეხვედრა,

როგორც ამ გულს სურს, ისე სურს მასაც.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!