მაისში, საქართველოში, ტურიზმის შემოსავალი, 270,4 მლნ დოლარიდან 9,1 მლნ დოლარამდე დაეცა


  • მაისში ტურიზმიდან შემოსავალი 96,6%-ით შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ივნისის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.

კერძოდ, სებ-ის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან 9,1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 270,4 მლნ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობამ მხოლოდ 36 000 შეადგინა, რაც 2019 წლის მაისში არსებულ 682,400-თან შედარებით 94,7%-ით ნაკლებია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!