- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გახსნეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მობილური საგანმანათლებლო სივრცე „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ „ლუტეციას“ (ფონდის დირექტორი ნათია ფხაკაძე-ჩიგირინსკაია) დაფინანსებითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით მოეწყო.
უწყების ცნობით, ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, მობილური სივრცე კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვა.