ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა


  • ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თავად ეკა ხოფერიამ დაუდასტურა და განაცხადა, რომ შემოთავაზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძისგან მიიღო, რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ კი დათანხმდა ახალი ვალდებულებების აღებას.

მისივე თქმით, ჟურნალ „სითის“, რომელსაც ეკა ხოფერია 11 წელი უძღვებოდა, მისი და თეა ხოფერია უხელმძღვანელებს. ეკა ხოფერიას განცხადებით, სულ მალე მივა სამინისტროში, სადაც თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგენენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × two =

Akismet ანტისპამი