ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება


  • პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება. ამასთან დაკავშირებით, 29 ივნისს, 11 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ღია კარის დღეს გამართავს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ახალი პროგრამა 5 წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.  პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია  და ყაზბეგი.

შეხვედრის მიზანია, უფრო მეტად გამჭირვალე და ეფექტიანი გახდეს პროექტისა და გამოსაცხადებელი ტენდერების პროცედურები. დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტის დეტალებს და შესაბამისად, უფრო უკეთ მოემზადონ მისთვის. კომპანიების აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს მეტ კონკურენციას, რაც მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის. 

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!