- ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ინფორმაციით, აღსაზრდელებმა სხვადასხვა კლასიკურ საკრავზე ( ფლეიტა, ვიოლონჩელო, საქსოფონი, ვიოლინო) შეასრულეს ცნობილი ნაწარმოები.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მაყურებელმა მოისმინა კამერული ორკესტრის- “ამადეუსის” ერთობლივი ნომერი.
სახელოვნებო სკოლების გაერთიანება ულოცავს პედაგოგებსა და მოსწავლეებს დამდეგ 2023 წელს და უსურვებს პროფესიულ წინსვლას.