სახელოვნებო სკოლების მოსწავლეების მორიგი წარმატება


  • თბილისის პროფკავშირების კულტურის ცენტრში, საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრის “არტფესტი”-ორგანიზებით საკავშირო თვითშემოქმედებითი კოლექტივების არტ ფესტივალი “გახდი ოსკაროსანი” ჩატარდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ინფორმაციით, კონკურს-ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონებში არსებულმა საუკეთესო კოლექტივებმა. მათ შორის იყვნენ: ზუგდიდის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების N1 სამუსიკო სკოლის საორკესტო მიმართულების კლასიკური გიტარის ტრიო და კვარტეტი, კამერული ორკესტრი “ამადეუსი” და საგუნდო სამუსიკო სკოლის უფროსკლასელთა აკადემიური გუნდი.

კონკურს ფესტივალში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებმა უამრავ პრიზთაგან მთავარი პრიზიც დაიმსახურეს. ისინი მიწვეულნი არიან ბულგარეთის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!