“იპოვე შენი ვარსკვლავი”


  • 18-19 მარტს, ქალაქ ქუთაისში, ზ. ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სკოლაში, საქართველოს პროფპროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის ყოველწლიურ რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსზე “იპოვე შენი ვარსკვლავი” წარმატებით წარსდგნენ სახელოვნებო სკოლების გაერთიანების N1, N2 სამუსიკო და საგუნდო-სამუსიკო სკოლების საფორტეპიანო, საორკესტრო და ვოკალური მიმართულების მოსწავლეები.

ფესტივალის მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა. კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური: კომპოზიტორი კახა ცაბაძე, კონსერვატორიის პროფესორები თამაზ მამაცაშვილი და ალექსანდრე გარბერი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!