რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის


  • საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სავალდებულო რეკომენდაციები დააწესა. კერძოდ:

ობიექტებს ეკისრებათ ვალდებულება, შესასვლელშივე ჩაატარონ პერსონალისა და მომხმარებლის თერმო ან ვიდეოსკრინინგი;
შესასვლელში განათავსონ დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
პერიოდულად (არანაკლებ სამსაათიანი ინტერვალით) გაანიავონ დახურული სივრცეები/სათავსები;
პერსონალი უზრუნველყონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანი, პირბადე, დამცავი ფარი ან სათვალე) და დააწესონ კონტროლი მათ გამოყენებაზე:
გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის განათავსონ დახურული კონტეინერები;
გაზრდილი სიხშირით გაირეცხოს და დეზინფიცირდეს ის ზედაპირები და ინვენტარი, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან;
სტუმრებისთვის გამოიყენონ ბეჭდური (ერთჯერადი) ან ელექტრონული მენიუ, უპირატესობა მიანიჭონ უნაღდო ანგარიშსწორებას (ბარათი);
გაკონტროლდეს პერსონალისა და მომხმარებელთა რაოდენობა და სოციალური დისტანცია;
მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით სალაროსთან მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყონ წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით ან გამოიყოს მოსაცდელი ადგილი.

ინფორმაციისთვის,  პირველი ივნისიდან იხსნება ღია ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხოლო 8 ივნისიდან ფუნქციონირებას განაახლებენ დახურული ტიპის ობიექტები.

რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!