სეს – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების I ეტაპი დაასრულდა


  • სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის მონიტორინგის I ეტაპი დაასრულა. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 3355 ცალი მონიტორინგის ხაფანგი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებების მეორე ეტაპზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობისთვის სპეციალური სადგურები განთავსდება. აქტიურად გაგრძელდება მონიტორინგი და მავნებლის პოპულაციაზე დაკვირვება.

“წლის განმავლობაში, აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შემცირებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებები ტარდება. მონიტორინგის ეტაპის დასრულების შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, იწყება ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და თერმული ნისლით წამლობა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით.

გასულ წელს, ცივი შესხურებით დამუშავდა 105 784, 5 ჰა სოფლისა და ტყის პერიმეტრები, ჯაგნარები და სიმინდის მასივები, ხოლო თერმული ნისლით – 348 620 ჰა ტერიტორია, განთავსდა 208 444 ცალი ფერომონიანი დამჭერი.”-აღნიშნულია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!