ზუგდიდში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შენდება


  • ჭითაწყარში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭითაწყარში, 100 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს. 

პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.

გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ჭითაწყარის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ  მამუკა წოწერიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ  გიორგი გუგუჩიასთან ერთად  გაეცნო.

ჭითაწყარის  გარდა ახალი საბავშვო ბაღები  რუხში, დარჩელსა და შამგონაში შენდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!