ზუგდიდში დასუფთავების მორიგი აქცია ჩატარდა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში, ასევე 48 სასოფლო – ტერიტორიულ ჩატარდა დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქციები.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, დასუფთავდა ქალაქისა და სოფლების ცენტრალური უბნები, ქუჩები, სკვერები, საქმიანი ეზოები, მათ შორის: ქალაქის გულუას სახელობის სკვერი და მის მიმდებარედ მდინარე ჩხოუშიის კალაპოტი, ბოტანიკური ბაღი, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია, რკინიგზის სადგური, მესხიას და სანკტ – პეტერბურგის ქუჩები.

დასუფთავების კოლექტიური ღონისძიებები ჩატარდა აგრეთვე სასოფლო – ტერიტორიული ერთეულების 13 სხვადასხვა ლოკაციაზე.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის ‘’ თანამშრომლებმა, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომერციული სტრუქტურების მუშაკებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ.

აქციაში ჩაერთვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დასუფთავებაში.

ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვაში არსებული მდგომარეობა და გამოცდილება გააცნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, მისმა მოადგილემ მაიზერ ნანავამ, ააიპ ,, ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა შალვა აგუმავამ.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებმა მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით დაარიგეს სააგიტაციო მასალის ამსახველი ფლაერები.

აქციის ორგანიზებულად ჩატარებაში მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად თავი გამოიჩინეს “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ ქალაქისა და სასოფლო ტერიტორიული ერთეულების ბრიგადირებმა, კონტროლიორებმა, ზედამხედველებმა, ტრანსპორტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

დასუფთავების აქციები გაგრძელდება 17 – 18 სექტემბერს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!