ოქტომბერის თემის საკვირაო სკოლაში პირველ გადაუდებელ დახმარებაში ტრენინგი ჩატარდა


  • ტრენინგი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის წარმომადგენლობის ტრენერებმა, მაია ღუბელაძემ და გიგი შამუგიამ პირველ გადაუდებელ დახმარებაში ჩაატარეს და მას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიმდებარე თემის სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები, საბავშვო ბაღების გამგეები, მოსწავლეთა მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს წითელი ჯვრის  საზოგადოების მოხალისეები ესწრებოდნენ.

ტრენინგი პირველი გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მასში ოქტომბერისა და მისი მიმდებარე თემების მოსახლეობა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები, აღმზრდელები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგი საკვირაო სკოლის ეზოში, საველე პირობებში ჩატარდა და განხილულ იქნა პირველი დახმარების გაწევის პრაქტიკული მაგალითები.

თენგიზ ალმასია, ოქტომბერის საჯარო სკოლის დირექტორი: “ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგი იყო ყველა მონაწილისათვის. მე ჩემს მოსწავლეებთან, სკოლის მასწავლებლებთან ერთად ვესწრებოდი ამ შეხვედრას და ძალიან ბევრი ახალი, საჭირო ინფორმაციაც მივიღე. მადლობა ორგანიზატორებს, რომ ჩვენს თემში ჩაატარეს ეს შეხევდრა“.

მაია ღუბელაძე, ტრენერი, პროექტის “საკვირაო სკოლა“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი: “ძალიან სასიხარულოა, რომ საკვირაო სკოლამ პირველი თანამშრომლობა საქართველოს წითელ ჯვართან და საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ წარმომადგენლობასთან ერთად დაიწყო. ოქტომბერის თემში, ჩვენი ოჯახის ძირძველ სახლში, საკვირაო სკოლის შექმნის იდეა მთელ ოჯახს, თითქმის ერთდროულად გაგვიჩნდა. საკვირაო სკოლაში პერიოდულად ვგეგმავთ სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებს, შეხვედრებს. ეს იქნება ადგილი, სადაც თემის მოსახლეობის ყველა წარმომადგენელს, მსურველს, ასაკის, სქესის მიუხედავად, საშუალება ექნება, მიიღოს უწყვეტი განათლება, დაეუფლოს სხვადასხვა ცხოვრებისეულ  და საჭირო უნარებს.  თანდათან ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, ვეძებთ მხარდამჭერებს, სპონსორებს, თანამოაზრეებს.

საკვირაო სკოლა მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის ოქტომბერის თემის რწმუნებულს, პავლე გეგეჭკორს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს იდა ქვარაიას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორს ხათუნა თოლორაიას და ზუგდიდის #3 საბავშვო ბაღის გამგეს, ლელა შეროზიას მხარდაჭერისათვის.

საკვირაო სკოლა, მომავალშიც, ოქტომბერის თემისა და მიმდებარე თემების ახალგაზრდებისათვის, ქალებისა და უწყვეტი განათლების მიღებით დაინტერესებული მოსახლეობისთვის საჭირო აქტივობებს დაგეგმავს და საინტერესო პროექტებს განახორციელებს“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!