ნიკა კვეკვესკირს, ვალერი (ბლოხა) გულორდავა, 9 წელი ავარჯიშებდა


  • საქართველო-საბერძნეთის ისტორიული გოლის ავტორმა ნიკა კვეკვესკირმა ახალგაზრდა ზუგდიდელ ფეხბურთელთა გუნდებში: ჯერ “ყოჩებში”, შემდეგ კი “ბაია ზუგდიდში” მიიღო პროფესიული ნათლობა. გვესაუბრება გუნდის მაშინდელი მწვრთნელი ვალერი (ბლოხა) გულორდავა. ბატონი ვალერი, ამჟამად საფეხბურთო კლუბ “ოდიშში” ბავშვებს ავარჯიშებს. “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ ნიკას გატანილმა გოლმა, უდიდესი სიხარული მიანიჭა.

ვალერი (ბლოხა) გულორდავა: – ნიკა, თავიდან ცნობილ მწვრთნელთან ელგუჯა ქომეთიანთან ვარჯიშობდა, შემდეგ ჩემთან იყო “ყოჩებში”. ძალიან გვიჭირდა მაშინ, მაგრამ მაინც შევძელით ძლიერი გუნდის შეკვრა. ეს იმ ადამიანების დამსახურება იყო, რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ. გუნდს წლების განმავლობაში, სპონსორობას უწევდა ბატონი ნუგზარ მალაშხია.

მარცხნიდან პირველი ვალერი (ბლოხა) გულორდავა

ნიკა, თავიდანვე, გამორჩეული ბიჭი იყო, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და კარგად აღზრდილი. დაახლოებით 9 წელი იყო ჩემთან. მოგვიანებით, გადმოვედით საფეხბურთო კლუბში “ბაია ზუგდიდში”. იცით, თქვენ, რომ გუნდის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ზვიად სიჭინავას. გუნდი საერთაშორისო ტურნირებშიც წარმატებით ასპარეზობდა. სხვადასხვა ქვეყანაში ვყოფილვართ და უამრავი თასი მოგვიგია. იმ წლებში, საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო ცანკერი. მოგვიანებით “ბაიას” პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ ცანკერი ნაკრების მთავარ მწვრთნელად მოიწვია. ნიკა კვეკვესკირმა, იმთავითვე მიიქცია გერმანელი მწვრთნელის ყურადღება. სეზონის შემდეგ, ნიკა “თბილისის დინამოში” მიიწვიეს. აქედან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა დიდ ფეხბურთში. მიუხედავად, მანძილისა, ნიკასთან და მის ოჯახთან ყოველთვის მქონდა კავშირი. მუდამ ვგულშემატკივრობდი, ნიკას წარმატება ჩემი წარმატებაც იყო. სხვათაშორის, ნიკას მამა კობაც, თავის დროზე, საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ნიკას გატანილმა გოლმა უდიდესი სიხარული მომანიჭა მე და სრულიად საქართველოს. მინდა, წარმატებული იყოს და არაერთხელ ასახელოს ჩვენი ქვეყანა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!