რას ამბობს ნიკა კვეკვესკირზე მისი პირველი მწვრთნელი


  • საქართველო-საბერძნეთის ისტორიული მატჩის გუშინდელი პრესტიჟული გოლის ავტორი, ნიკა კვეკვესკირი, ზუგდიდელი მწვრთნელის, არაერთი ფეხბურთელის დამკვალიანებლის, გიორგი (ნოკოლი) კალანდიას გაზრდილია. ბატონი გიორგი, ამ ეტაპზე, არ მოღვაწეობს სამწვრთნელო საქმეში,-ბოტანიკურ ბაღში, მიწას და მცენარეებს ელოლიავება და ჯაფას და ოფლს ატანს თავისი ცხოვრების დარდს და სიხარულს.

ნიკას პირველი მწვრთნელი გიორგი (ნოკოლი) კალანდია “ზუგდიდელებთან” საუბრობს:

“ნიკა, 8 წლიდან თამაშობდა ფეხბურთს. ექვსი თვე ვარჯიშობდა ჩემთან. შემდეგ გადავიდა “ბაია ზუგდიდში” ვალერი გულორდავასთან, სადაც მან სერიოზული წრთობა გაიარა მის კარიერულ გზაზე.

ნიკა, ძალიან ნიჭიერი, წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული ბიჭუნა იყო. ბევრს ვარჯიშობდა. ძალიან უყვარდა შრომა. მუდამ ფორმაში იყო. მერწმუნეთ, მან ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია. ნიკას მამაც ფეხბურთელი იყო და არ ყოფილა მისთვის უცხო და ახალი თუ როგორი მონდომება და შრომა სჭირდებოდა წარმატებულ ფეხბურთელობას. ძალიან დიდია ჩემი ემოცია. ნიკას წარმატება მეც ჩემ წარმატებად მიმაჩნია. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ნიკას და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ისტორიული გამარჯვება.”

“ბაია ზუგდიდი” – 2007 წელი. მარცხნიდან მწვრთნელი ვალერი გულორდავა, მარცხნიდან მეოთხე ნიკა კვეკვესკირი. ფოტო ჟურნალი “ზუგდიდელები” N3 (18) 2007 წ.

ნიკა კვეკვესკირი, ზუსტად 17 წლის წინ, თავის ინტერვიუში, ჟურნალ “ზუგდიდელებთან” (“ჩემი ყველა გატანილი გოლი აფხაზეთს ეძღვნება”) ამბობდა, რომ გუნდში მცველის პოზიციაზე იყო, რომ მისი წარმატებები მარტო მისი არა, გუნდის წარმატება იყო, რომ ის ძირითადად პენალტებს ურტყამდა და გოლი წარმატებით გაჰქონდა. ახლაც ასე მოხდა, სწორედ პენალტით იქნა გატანილი მისი პრესტიჟული გოლი, რომელმაც ისტორიული გამარჯვება მოუტანა საქართველოს ფეხბურთელთა გუნდს ევროპის ჩემპონატის გზაზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!