30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

“თბილისში 30 მარტს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ქარი აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!