დევნილთა სააგენტო 300-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 300-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც ექვსთვიანი ვადა მიეცათ.

2022-2024 წლებში, “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 5 000 ოჯახი განსახლდება. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.

“სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!