- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 41 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.
უწყების ცნობით, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტო ხელს უწყობს სოფლად განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარი საქმიანობა წამოიწყონ ან გააფართოონ.
სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება.
სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულთა სია იხილეთ აქ.



