დღეს თვის ბოლო პარასკევია- ბოტანიკურ ბაღში მოქალაქეებისთვის შესვლა უფასოა


  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დილის ექვსი საათიდან ცხრა საათამდე მოქალაქის შესვლა უფასოა. ასევე, უფასოა ყოველი თვის ბოლო პარასკევი.

ინფორმაციისთვის, 1 თებერვლიდან, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ვიზიტორებისთვის შესვლა ფასიანი გახდა. ბოტანიკურ ბაღში 2022 წლის 1 თებერვლიდან მოქმედებს შემდეგი ტარიფები:

საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი.

საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები – 1 ლარი.

სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი.

ერთთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი.

სამთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი.

ექვსთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი.

ერთწლიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე 70 ლარი. ერთთვიანი საოჯახო ”მეგობარათი” აბონიმენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20ლარი.

სამთვიანი საოჯახო აბონიმენტი “მეგობარათი” (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 35 ლარი.

პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) – 10 ლარი.

კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) – 15 ლარი.

ფოტოსესია – 50 ლარი.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: ომის მონაწილეები, პენსიონრები, საპატიო ზუგდიდელები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000-ს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!