ბიძინა ივანიშვილი მუშებმა ტაშით და სტვენით გააცილეს


ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონალურ მედიასთან  შეხვედრის შემდეგ,  იქვე შეკრებილმა ჯგუფმა ტაშით, სტვენით, “მიშას” შეძახილებით და პლაკატებით გააცილა. ესენი იყვნენ ქვაფენილებისა  და ტროტუარების დაგებაზე მომუშავე მუშები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც ყოფილ პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=HFxx3TGNnV0[/embedyt]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის თქმით, ხელისუფლება შეშინებულია, მათ ეშინიათ თავისი ხალხის. მუშებს, რომლებიც დღეს აქ არიან შეკრებილები, არ მისცეს კუთვნილი 8 თვის ხელფასი.. მისი განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ე.წ. “ატკატებით” მუშების ხელფასები ჩაიდო ჯიბეში. „ ეს არის სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად დამთავრდება 8 ოქტომბერს“-ამბობს ანი წითლიძე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ikDNiKdnd2U[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!