მედიაფესტივალი “სარკმელი 2026”


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, მესამედ ჩატარდა საყმაწვილო მედიაფესტივალი “სარკმელი 2026”.

მედიაფესტივალში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. კონკურსის ფარგლებში, მოეწყო ახალგაზრდა ჟურნალისტების მიერ მომზადებული ბეჭდური და ხელნაწერი გაზეთების, კედლის გაზეთების, ჟურნალების, კომიქსების, ვიდეოამბების, შემეცნებითი სოცმედიაპლატფორმების გამოფენა-პრეზენტაცია.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო ბეჭდური გაზეთი.
  • საუკეთესო ბეჭდური ჟურნალი.
  • საუკეთესო კედლის გაზეთი.
  • საუკეთესო სასწავლო – შემეცნებითი ბლოგი.
  • საუკეთესო სასწავლო – შემეცნებითი ფეისბუქგვერდი.
  • საუკეთესო სასწავლო – შემეცნებითი ტიკ-ტოკ გვერდი.
  • საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი.
  • Al გენერირებული ფოტოების ვიდეოამბავი.
  • საუკეთესო კომიქსი.

ფესტივალის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში სამოქალაქო, ახალგაზრდული და მოსწავლეთა ჟურნალისტიკის არსის გააზრება და ჟურნალისტური უნა-ჩვევების განვითარება.

ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაციები გახლავთ: საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა. ნომინაცია – საქართველოს უნივერსიტეტის რჩეული. გამარჯვებულები დააჯილდოვა საქართველოს უნივერსიტეტის მერჩის ნაკრებითა და “ბიბლუსის” 100 ლარიანი ვაუჩერით. გარდა ამისა, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ინდივიდუალური ტურით საქართველოს უნივერსიტეტში. მათთვის ექსკლუზიურად, კონსულტაციებს გამართავს უნივერსიტეტის მედია პროგრამების ხელმძღვანელი, რომელმაც თავის რჩეულს ”ბიბლუსის” ვაუჩერი და უნივერსიტეტის სასაჩუქრე პაკეტი გადასცა, Tech Park-ზუგდიდი, რომელმაც საფესტივალო მედალიონები მოუმზადა ღონისძიების მონაწილეებს და დადიანების სასახლე, რომლის მმართველმა ანზორ (დავით) ოყუჯავამ მისი ავტორობით შექმნილი იშვიათი გამოცემა წიგნი-ალბომი აჩუქა ნომინანტებს. ფესტივალის მონაწილეებს საკუთარი წიგნები გადასცა საჩუქრად მწერალმა გია ჯიჭონაიამ. ნომინანტებისთვის სასაჩუქრე ქრისტალები დააფინანსა, მენტორ-მასწავლებელმა, დიაკონმა და ჟურნალისტთა კლუბის ერთ-ერთი პირველი თაობის წარმომადგენელმა იაკობ (კობა) შონიამ.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭრია: www. mediasakhli.ge


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × three =

Akismet ანტისპამი