ივანიშვილი გაზეთ “ზუგდიდის” შეკითხვას პასუხობს


 რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როცა გურიის რეგიონის ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას მანერები დაუწუნა?- GDS-ის პირდაპირ ეთერში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “ზუგდიდის” კორესპონდენტის ეკატერინე ფარულავას შეკითხვაზე პასუხი გასცა.ყოფილმა პრემიერ მინისტრმა უპასუხა, რომ მას ეს სიტყვა არ უხსენებია და არასწორად გაიგო საზოგადოებამ, რადგან ის დიდ პატივს სცემს ზვიად გამსახურდიას.  და თუ თქვა, რომ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში გამოცდილება აკლდა, ეს ბუნებრივიას, “ან საიდან უნდა ჰქონოდა გამოცდილება? შემდეგ მათზე ისწავლეს სხვებმა.” 25 წელია მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და ახლა  ძლივს მივიღეთ გამოცდილება, რომ სწორედ ამ მთავრობაში უკვე დიდია ზვიად გამსახურდიის მთავრობის მიერ მიღებული გამოცდილების გავლენა. ჩვენ პირველად დღეს მივიღეთ ხელისუფლება მართვის კარგი გამოცდილებით, სწორედ ეს გამოკვეთავს ჩემს მხარდაჭერას დღევანდელი გუნდისადმი. კიდევ ერხელ ღრმა პატივისცემას გამოვხატავ ზვიად გამსახურდიას მიმართ.-განაცხადა ივანიშვილმა.

გურიის ჟურნალისტებთან საუბარში ბიძინა ივანიშვილმა თქვა: 

“შეიძლება, ძალიან გულანთებული იყო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. ასე არ არის, რომ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს. ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა.” მაშინ ამ  წინადადებამ საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!