1 ივნისს ბოტანიკური ბაღი მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს


  • 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბოტანკური ბაღი გთავაზობთ მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს.

1 ივნისს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება.

იხილეთ ღონისძიებების პროგრამა:

15:00 – 16:30 მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბენდისა და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების გუნდის კონცერტი.

15:00 – 17:00 ტექნო-პარკის საინტერესო ინოვაციების წარდგენა.

15:00 – 18:00 – საგამოფენო სივრცეები:

  • სამხატვრო სტუდია „ნიკალას“ მოსწავლეების ნახატების გამოფენა;
  • თექის სახელოსნო „იალაღის“ მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა;
  • სამხატვრო სტუდია „არტ-მარიამის“ ნახატების გამოფენა;
  • დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგამოფენო სივრცე.

15:30 – 17:30 ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ზუგდიდის ამერიკული კუთხის STEM აქტივობები და ყველასთვის საყვარელი აზოტის შოუ;

ამავე დროს -ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის აქტივობები.

16:30 -18:30 ილუზიონისტების ჯადოსნური შოუ-პროგრამა.

18:30-დან – დღის დასასრულს საპნისა და ქიმიური შოუები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 + nine =

Akismet ანტისპამი