დღეს “ზუგდიდობაა”


დღეს ზუგდიდელები “ზუგდიდობა-2016”-ს აღნიშნავენ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ნელ-ნელა ხალხი იკრიბება. გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშებია. „ზუგდიდობა 2016“ საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით 12:00 საათზე გაიხსნება.
12:00 საათიდან 17:00 საათამდე ცენტრალურ ბულვარში, სხვადასხვა ადგილას ფოლკლორული და საბავშვო ანსამბლების კონცერტები გაიმართება.

13:00 საათიდან დაიწყება თეატრალური წარმოდგენები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექურული მუზეუმის ეზოში .
16:00 საათზე საპატიო სტუმრების მიღების ცერემონიალი ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმართება. პირველ ზუგდიდობას მთავრობის წევრები, პარლამენატრები და სხვადსხვა ქვეყნების ელჩები დაესწრებიან.
16:00 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში  რეზო ბულიას სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩელას“ვარსკვლავი გახსნება. 
16:15 საათზე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექურული მუზეუმის ეზოში სიმებიანი კვარტეტის კონცერტი დაიწყება.
17:00 საათზე კი საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და კონცერტი „ზუგდიდობა 2016“ – დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმართება, სადაც მონაწილეობას დავით ევგენიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და ანსამბლი „ოდოია“ მიიღებენ.

21:00 საათზე, „CHECK IN GEORGIA“-ს ფარგლებში, ზუგდიდს ცენტრში, კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას: ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ელენე ფოჩხუა, თემო საჯაია, სოფო ბედია, ბორის ბედია და ანსამბლი „ფორტე“ მიიღებენ.წამყვანები ეკა ხოფერია, ლევან ხურცია და მირიან ჯეჯელავა იქნებიან.

ზუგდიდობის ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან. ზუგდიდობა 2016 -ის მთავრი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!