აფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა


  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გახსნეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მობილური საგანმანათლებლო სივრცე „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ „ლუტეციას“ (ფონდის დირექტორი ნათია ფხაკაძე-ჩიგირინსკაია) დაფინანსებითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით მოეწყო.

უწყების ცნობით, ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, მობილური სივრცე კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × 5 =

Akismet ანტისპამი