,,ნაციონალები” უნდობლობას უცხადებენ


ანა წითლიძე და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის საკონკურსო საატესტაციო კომისიას უნდობლობას უცხადებს.  მისი თქმით, კომისია, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიისა და თანამოაზრეებისაგან შედგება, ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი.  ,,როდესაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ კომისიის თავმჯდომარედ ბატონ მერაბ ქვარაიას კანდიდატურას, ეს იყო ჟესტი იმისათვის, რომ კომისიის შემადგენლობა იქნებოდა ობიექტური პირებისაგან დაკომპლექტებული, სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ სხვა რეალობა”.
დეპუტატის განცხადებით, ფრაქციისთვის გაუგებარია რა მიზეზით ვერ მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობა“  კომისიის წევრებს შორის, რადგან სწორედ მისი ყოფნა კომისიაში იქნებოდა მეტი დემოკრატიულობისა და სამართლიანობის მაჩვენებელი.  მერაბ ქვარაიამ დეპუტატის საპასუხოდ განაცხადა, რომ საკრებულოს თითოეულ წევრს ექნებოდა შესაძლებლობა ეწარმოებინა კონკურსის სამართლიანად მიმდინარეობის მონიტორინგი.  საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ თითქმის დასრულებულია მოლაპარაკება არასამთავრობო ორგანიზაციებთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომლებიც კომისიის მუშაობას ასევე მონიტორინგს გაუწევენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.