“ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა”


დღეს, მოსწავლე _ ახალგაზრდობის სასახლეს ბათუმის მოსწავლე _ახალგაზრდობის სასახლის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ისინი დაესწრნენ სასახლეში დღეს, შაბათს, მიმდინარე გაკვეთილებს, _ შეხვდნენ პედაგოგებს, მოსწავლეებს, გაესაუბრნენ მათ, გაიზიარეს მათი გამოცდილება და საკუთარ წარმატებებზეც მოუთხრეს. სასახლელებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა. ბათუმელები ზუგდიდელ კოლეგებს გაუშინაურდნენ,- ისე თბილად შეგვხვდით, ასე მგონია, წლებია გიცნობთო,- თქვა ერთ-ერთმა ბათუმელმა პედაგოგმა. მათ აღფრთოვანება ვერც მაშინ დამალეს, როცა ქართულ ხალხურ სიმღერებს  და ბენდი ,,ზუგდიდის” მიერ შესრულებულ მეგრულ პოპურს მოუსმინეს. სტუმრებს შეხვდნენ სასახლის ჟურნალისტთა კლუბის ,,სარკმელის” წევრებიც. ახალგაზრდა ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორი შთაბეჭდილებებით ტოვებდნენ ბათუმელები ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, პასუხი ასეთი იყო – ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ ნამდვოლად არ გვეგონა თუ ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში ასეთ მაღალ დონეზე ტარდებოდა როგორც სახელოვნებო, ასევე საგნობრივი წრეების მუშაობაო. ბათუმელებმა სასახლის დირექცია და მოსწავლეები თავისთან,- ბათუმში მიიპატიჟეს და ერთობლივი პროექტების განხორციელება შესთავაზეს. შეხვედრის დასასრულს, ტკბილი ალაფურშეტის შემდეგ, სტუმრებმა სასახლის ის კორპუსიც დაათვალიერეს, სადაც რემონტი მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!