- საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, ახალი წესები როგორც თეორიულ, პრაქტიკულ გამოცდებს შეეხება.
კერძოდ, ბრძანების მიხედვით, B და B1 კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 30-კითხვიან ტესტში მაქსიმუმ 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი 30 წუთში მინიმუმ 25 სწორ პასუხს გასცემს. მანამდე, სავალდებულო 27 სწორი პასუხი იყო.
ამასთან, იცვლება პრაქტიკული გამოცდის შეფასების წესიც. ახალი რეგულაციით, თუ კანდიდატი გარკვეულ მოთხოვნას პირველად არასათანადოდ შეასრულებს, გამომცდელს შეეძლება მას დამატებითი შესაძლებლობა მისცეს შეცდომის გამოსასწორებლად.
გარდა ამისა, პრაქტიკულ გამოცდაზე მსუბუქი შეცდომების დასაშვები ზღვარი იზრდება. თუ მანამდე კანდიდატი გამოცდაზე მხოლოდ 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ჰონდა, ახლა 15 ან მეტი მსუბუქი შეცდომის შემთხვევაში ჩაიჭრება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილებები ასევე ეხება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რიგების დაჯავშნას. ბრძანების მიხედვით, მომსახურების სააგენტო სპეციალური ალგორითმით განსაზღვრავს კანდიდატებისთვის ადგილების განაწილებას, რათა რიგები უფრო თანაბრად გადანაწილდეს.
კერძოდ, უწყება სხვადასხვა პრიორიტეტს გაითვალისწინებს, მათ შორის პირველად გასვლას, ნაკლებ მცდელობასა და ხანგრძლივ მოლოდინს.
პრაქტიკული გამოცდის შეფასებასთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 15 ივნისიდან შევა.
