,,სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს”


,,სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს”-პროექტის ფარგლებში განათლებისა და განვითარების ცენტრ ,,აკადემუსი”-სა და ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ინიციატივით ფორუმ-თეატრის წარმოდგენა გაიმართა. 
პროექტის მიზანია ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ინიციატივებზე მსჯელობა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მექანიზმების შემუშავება იყო.
ნანა ქობალია, ჟურნალისტი: –ამ სპექტაკლზე განცდილი ემოციები ძალიან დიდხანს გამყვება ალბათ…დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, თითოეულ მონაწილეს და დარბაზს, რომელიც იყო ადეკვატურად აქტიური და წარმოაჩინა ზუსტად ის მუხტი, რომელიც უნდა ყოფილიყო სპექტაკლის დასრულებისას…წარმატებები დებიუტანტ მსახიობებს, თეატრის დასს და ცენტრ “აკადემუსს”. ..სიამოვნებით მივესალმებოდი ასეთი ფორუმ-სპექტაკლების ხშირად ჩატარებას.

მაია კალანდია, თეატრის დირექტორი: – ვაგროვეთ ერთად, გავიხსენეთ ერთად, ჩვენი ბავშვობის სახლების სურნელი, სიხარული, სიყვარული, სიკეთე და ტკივილი მონატრებისა და გული გადავუშალეთ მაყურებელს, არაჩვეულებრივ მოზარდებთან და ჩვენს მსახიობებთან ერთად. ნახევარი საათის განმავლობაში დარბაზი ქვითინებდა. ეს ცრემლის წვეთები ერთად მოიყრის თავს და ოდესმე დიიიდი სიყვარულის გუნდად შეიკვრება, რომელიც ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად დაგვაბრუნებს!  დიდი მადლობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ ინიციატივას კობერმი, რომელმაც მოგვცა საშუალება ეს სიკეთე გაგვეკეთებინა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!