მეგი ხასია მომავლის გზას ასპროცენტიანი გრანტით გაუდგა


  • მეგი ხასია ამბობს, რომ ასპროცენტიანი გრანტი მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა იმასაც დასძენს, ყველაფერს ვაკეთებდიო მიზნის მისაღწევად, იმისათვის, რომ  “კავკასიის უნივერსიტეტის” სამართლის ფაკულტეტზე მოვხვედრილიყავიო.

მეგი შამგონის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მადლობელია ოჯახის და ყველა იმ პედაგოგის, ვისაც წვლილი მიუძღვნის მისი სწავლა-აღზრდის საქმეში.

მეგი ხასია: “-გრანტამდე ჩემს ცხოვრებაში ოქროს მედალი იყო. ჯერ კიდევ, არ მჯერა, თუ რა ხდება ჩემს თავს. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან შევძელი და იმედები არ გავუცრუე ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს. ალბათ, ამ შედეგის მეშვეობით, უფრო ვირწმუნებ საკუთარ ძალებს.

ვფიქრობ, არ მაქვს იმის უფლება, რომ უპირატესობა მივანიჭო ან სკოლას, ან ჩემს რეპეტიტორებს, რადგან მათ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი გადმოეცათ ჩემთვის, დანარჩენი უკვე ჩემს ხელში იყო. უმთავრესი ფორმულა წარმატების მისაღწევად არის მონდომება და დაუღალავი შრომა. არასოდეს არ უნდა იყო კმაყოფილი საკუთარი შედეგით, პირიქით, უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ უფრო მეტი შეგიძლია. არასდროს უნდა გშურდეს, შენზე ნიჭიერი თუ წარმატებული ადამიანების, არამედ მათში უნდა დაინახო შენთვის მისაბაძი პიროვნება და ბოლოს არ შეუშინდე კონკურენციას, რადგან ჯანსაღი კონკურენცია გაძლევს უფრო მეტ მოტივაციას და განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა”.

საუბარი ჩაიწერა ხატია წყაროზიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.