რატომ იყო სალომესთვის საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარება სწორი გადაწყვეტილება?


  • სალომე ხურცილავა საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების კურსდამთავრებულია და როგორც თვითონ ამბობს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარება იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება. მისთვის საქართველოს უნივერსიტეტი ხარისხიანი განათლების მიღების გარდა, ასოცირდება მეგობრულ და დისციპლინირებულ გარემოსთან. სწორედ ამიტომ თვლის, რომ მისი პროფესიული და პიროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაც UG-ში მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება.

“სკოლის დამთავრებასთან ერთად აქტიურად ვიძიებდი ინფორმაციას უნივერსიტეტების შესახებ და ჩემთვის თეორული ცოდნის მიღების გარდა, მნიშვნელოვანი იყო ისეთ უნივერსიტეტში სწავლა, სადაც დღვანდელი კონკურენტული სამყაროს გათვალისწინებით გაცნობიერებულია პრაქტიკული უნარების მნიშვნელობა. ბევრი ძიების შემდეგ, აღმოვაჩინე საქართველოს უნივერსიტეტი. აქ წამყვანი პროფესორები გვასწავლიდნენ არამხოლოდ ცალკეულ საგანს, არამედ ცდილობდნენ სტუდენტებში ფიქრის უნარის, დამოუკიდებელი აზროვნების გავითარებას. სწორედ მათი მიდგომის გათვალისწინებით,  სტუდენტები ვსწავლობდით როგორ გვეფიქრა საზღვრების და ჩარჩოების მიღმა. ამ ყველაფერმა საკუთარი მიზნებისკენ უკომპრომისო ბრძოლა მასწავლა“-გვიყვება სალომე.

როგორც სალომე ამბობს, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლების მეთოდი სრულად ემთხვევა უნივერსიტეტის მთავარ ღირებულებებს: თავისუფლება, ჰუმანურობას და სრულყოფილებას. “აუცილებელია აღვნიშნო, რომ ცალსახა უპირატესობა რაც საქართველოს უნივერსიტეტს გააჩნია, პროგრესზე ორიენტირებაა. ეს ეხება როგორც აკადემიურ ნაწილს, ისე უნივერსიტეტის კამპუსს. მახსენდება უამრავი ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დავესწარი არაერთი საინტერესო ლექციას. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.“

სალომე აგრძელებს დასახული მიზნების მიღწევას და გეგმავს რომ მიღებული განათლება და გამოცდილება პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების კვლევით ორგანიზაციას და განათლების სფეროს დაუაკავშიროს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!