ანანო ბულია ტოკიოს უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას


  • 20 წლის ანანო ბულია, სექტემბერში, იაპონიის განათლების სამინისტროს სრული დაფინანსებით გაემგზავრება იაპონიაში, ტოკიოს კეიოს უნივერსიტეტში და ერთი წლის განმავლობაში სრულჰყოფს იაპონური ენის ცოდნას.

ანანო თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს იაპონური ენის მიმართულებით. საუბრობს რამდენიმ ენაზე – ინგლისურის, რუსულის და იაპონურის გარდა, იცის ფრანგული, ჩინური და კორეული ენები.

ანანომ დაამთავრა ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა ოქროს მედალზე. ფიქრობს, დიპლომატიის მიმართულებით გააგრძელოს სწავლა. როგორც ამბობს, ეს იქნება საქართველო-იაპონიის მომავალი ურთიერთობები.

ანანო ბულია: „იაპონელებს ბევრი რამ აქვთ ისეთი, რისი გაზიარებაც შეგვიძლია ქართველი ხალხისთვის და პირიქით. – რახან ორივე ქვყანა ერთმანეთისთვის ასეთი უცხოა, უამრავი სიახლის შეტანა შეგვიძლია იაპონიაშიც და მინდა, ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო პროფესიულად.

ასევე, ვიცი, რომ ბევრ ბავშვს აინტერესებს აზიური სამყარო და განსაკუთდებით იაპონია, მახსოვს, როგორ დამწყდა გული, როდესაც მივხვდი რომ ზუგდიდში ადრეულ ასაკში, ვერ შევძლებდი მასწავლებელთან იაპონურის სწავლას, რადგან კადრი არ იყო. იმედი მაქვს, მომავალში დაგროვილი გამოცდილებით ამის შეცვლასაც შევძლებ და ზუგდიდელ ბავშვებსაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ სკოლის ასაკიდან შეისწავლონ ის უცხო ენა, რომელიც უნდათ.“

ინფორმაციისთვის: იაპონიის განათლების მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამაში, ყოველწლიურად,  მთელი მსოფლიოდან 100,000 სტუდენტი იღებს მონაწილეობას და არჩევენ  მხოლოდ  9,000 სტუდენტს. სასიამოვნოა, რომ მათ შორის, მიმდინარე წელს, აღმოჩნდა ზუგდიდელი გოგონა. “ზუგდიდელები” გზას დაულოცავს ანანოს და ელოდება მის “იაპონურ დღიურებს.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!