ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დღეები გაიხსნა


დღეს, დედა ენის დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ, ოფიციალურად გახსნა მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები, რომელიც ივნისამდე გაგრძელდება და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას შესთავაზებს საზოგადოებას.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები.