“ჩვენ ძვირფას საგანძურს ვფლობთ” -14 აპრილი დედა ენის დღეა


დედა ენის დღესთან დაკავშირებით, დღეს, ქალაქის პირველებმა იაკობ გოგებაშვილის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ისაუბრეს დღევანდელი დღის არსზე და მნიშვნელობაზე. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა იმასათვის, რომ ახსოვთ დღევანდელი დღე, უფრთხილდებიან და არ ივიწყებენ დედა ენას. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას თქმით, დედა ენის დღე  ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი, სასიამოვნო და განსაკუთრებული დღეა. ქართულში ბევრი, მდიდარი ენა გვაქვს და აუცილებელია  გამართული ენით საუბარი. ,,ჩვენ გამორჩეულად მდიდარი ადამიანები ვართ, ძვირფას საგანძურს ვფლობთ, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება  მომავალ თაობების გადასაცემად’’.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Txq2wQAA8Rc[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!