თენგიზ ხარჩილავა საკრებულოში მნიშვნელოვან პოსტს იკავებს


ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ 9 ხმით (4 წინააღმდეგი, გამოუყენებელი დარჩა 7 ბიულეტენი)  თენგიზ ხარჩილავა აირჩიეს. მას შემდეგ, რაც ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  კახაბერ ფარცვანია საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორად დაინიშნა, საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური იყო. დღეს, საკრებულოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით, ეს ადგილი “ბურჯანაძე დემოკრატების” პარტიული სიით საკრებულოში მოსულმა წარმომადგენელმა თენგიზ ხარჩილავამ დაიკავა, რომელმაც “ზუგდიდელებთან” საუბარში განაცხადა, რომ ამჯამად არის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი და არ გამორიცხავს გახდეს “ქართული ოცნების” წევრი თუ მისი მათთან ყოფნა ერთ აგურს მაინც დადებს საპარლამენტო არჩევნებში “ოცნების” გამარჯვებისათვის.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია  ფრაქცია “ნაციონალებს”. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!