დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია


  • დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია, – ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს ანგარიშში, “მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები“.

ორგანიზაციის გათვლებით, 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქვეყანა ჩინეთის ნაცვლად ინდოეთი გახდება.

გაერო-ს ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობა 1950 წლის შემდეგ ყველაზე ნელი ტემპით იზრდება და ზრდამ 2020 წელს 1%-ზე ნაკლები შეადგინა. ორგანიზაციის უახლესი პროგნოზის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობა 2030 წელს შეიძლება დაახლოებით 8.5 მილიარდამდე გაიზარდოს, 2050 წელს კი – 9.7 მილიარდამდე. ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის რაოდენობა პიკს, დაახლოებით 10.4 მილიარდ ადამიანს, 2080-იან წლებში მიაღწევს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.