მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, რუსეთის, ეთიოპიის, ეგვიპტის, ერაყის, ინდოეთის, ბურუნდის, პაკისტანის, კენიის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, იორდანიის, ნიგერიის, სომხეთის, უზბეკეთის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 83 მოქალაქე.

უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს ქვეყანაში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას. უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვენიდან უკვე გაძევებულია 3000-ზე მეტი პირი.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 + three =

Akismet ანტისპამი