ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, თურქეთის ქალაქ ერეგლის დელეგაცია სტუმრობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, თურქეთის ქალაქ ერეგლის დელეგაცია სტუმრობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დელეგაციის წევრებს, რომლის შემადგენლობაში ერეგლის მერის მოადგილეები და მრჩევლები არიან,  მერიაში შეხვდა.

მამუკა წოწერიამ სტუმრებს ვიზიტისთვის  მადლობა გადაუხადა და სტამბოლში მომხდარი ტრაგიკული მოვლენის გამო მიუსამძიმრა.

მერმა სტუმრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტზე ზოგადი ინფორმაცია  მიაწოდა და მერიის პრიორიტეტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მამუკა წოწერიამ ინფრასტრუქტურაზე, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე, დევნილებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, განათლებაზე, გარემოს დაცვაზე, ახალგაზრდულ მიმართულებებზე, ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებსა და   ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივებზე  ისაუბრა.

მერი მუნიციპალიტეტში  ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსაც შეეხო და ცაიშის თერმულ წყლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები  სხვადასხვა  ობიექტს დაათვალიერებენ.

დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ზუგდიდისა და ერეგლის  ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა  ინვესტიციების, ეკონომიკური ურთიერთობების, კულტურისა და განათლების მიმართულებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!