რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა-გაერო


  • რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. შესაბამის მონაცემებს გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ამჟამად ლვოვში იმყოფება.

„რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან ხუთი კვირის თავზე უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ ოთხ მილიონს მიაღწია. მე ახლახან ჩამოვედი უკრაინაში. ლვოვში მე ხელისუფლებასთან, გაერო-სთან და სხვა პარტნიორებთან განვიხილავ ამ უაზრო ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირებისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაზრდის გზებს“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი გადავიდა პოლონეთში, 608 ათასზე მეტი – რუმინეთში, 387 ათასზე მეტი – მოლდოვაში და 365 ათასამდე – უნგრეთში.

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოში აცხადებენ, რომ უკრაინიდან ლტოლვილთა გადმოსვლის ტემპი და მასშტაბი უპრეცედენტოა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინიდან გამოქცეულ პირთა 90 პროცენტს ქალები და ბავშვები არიან. 18-დან 60-წლამდე უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის არიან ვარგისი, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen + 18 =

Akismet ანტისპამი