- ოჯახის წევრებისა და მთელი ზუგდიდის გულისტკივილით ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით ღირსეულ ადამიანს, გამორჩეულ პიროვნებას, ზუგდიდის ღვაწლმოსილ მოქალაქეს ეთერ ჯიქიას. იგი მრავალი წლის განმავლობაში სოფელ კახათის გამგებელი იყო. ამ წლების განმავლობაში მისი საქმიანობა, პასუხისმგებლობა და ადამიანებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება არაერთი ადამიანის ცხოვრებას შეეხო.
მისი სახელი დაკავშირებული იყო კეთილსინდისიერებასთან, ადამიანურობასთან, ღირსებასა და საქმის სიყვარულთან. სწორედ ამიტომ, მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვის ცხოვრებასა და მოგონებებში მისი კვალი სამუდამოდ დარჩება. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
პანაშვიდი – 22-23 სექტემბერს, დაკრძალვა ხუთშაბათს 24 სექტემბერს 15:00 საათზე.
მისამართი- პაატა ყურწუას 30.
