საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა


  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375 პირი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 48 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × one =

Akismet ანტისპამი