ტვიტერის დამფუძნებელი Covid 19-თან ბრძოლისთვის $1 მილიარდს გამოყოფს


  • სოციალური ქსელ ტვიტერის დამფუძნებელი ჯეკ დორსი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მხარდასაჭერად, ჯამში, 1 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს.

ეს თანხა, დორსის თქმით, მისი ქონების, დაახლოებით, 28%-ს წარმოადგენს.

BBC -ს თანახმად, დორსი, რომელიც ტვიტერის გარდა, კომპანია Square-ის აღმასრულებელი დირექტორიცაა, ამბობს, რომ ქველმოქმედებისთვის სწორედ ამ უკანასკნელი კომპანიის წილებს გამოიყენებს და არა – ტვიტერისას. ამას ჯეკ დორსი იმით ხსნის, რომ Square-ში ის „უფრო მეტს” ფლობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × four =

Akismet ანტისპამი