Guardian-ის ასეულში კვარაცხელია მე-40 ადგილზეა


  • Guardian-მა ხვიჩა კვარაცხელია 2022 წელს მსოფლიოს საუკეთესო 100 მოთამაშეს შორის მე-40 ადგილზე დაასახელა.

ყაზანის „რუბინსა“ და ბათუმის „დინამოში“ წარმატებული თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ გადავიდა. ეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტრანსფერად შეიძლება მივიჩნიოთ.

სწრაფი ფეხბურთელი თავისი შესანიშნავი თამაშით, შორეული დარტყმებით, გოლიებითა და საგოლე პასებით, დაეხმარა ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლის“, სერია A-ს ლიდერი და „სკუდეტოს“ მოპოვების მთავარი კანდიდტი გამხდარიყო.

მეტსახელი „კვარადონა“ თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს – ფეხბურთელს განსაკუთრებული თვისებები უნდა ჰქონდეს, დიეგო მარადონასთან შედარება რომ დაიმსახუროს“, – წერს ქართველის შესახებ The Guardian-ი.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

8 + 6 =

Akismet ანტისპამი