- 1991 წელს, ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში, გაიხსნა პატარა საკონდიტრო და დაერქვა დამფუძნებლის სახელი. გამორჩეული გემოს და ხარისხის კლასიკურმა დესერტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებელთა შორის. “ზოის ტორტები” მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ზუგდიდის კულინარიულ ბაზარზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს ტკბილეულობის მოყვარულთა შორის. საკონდიტრო მუშაობს, როგორც კლასიკურ დესერტებზე, ასევე ევროპულ ხაზზე.
თქვენ თბილ ოჯახურ დღესასწაულს, დაბადების დღეს, ქორწილს, საახალწლო, თუ სააღდგომო სუფრას,უფრო მეტად დაატკბობს “ზოის ტორტების” პროდუქცია, გამორჩეული გემოვნური თვისებებით და დიზაინით.
ზოია აკობია, “ზოის ტორტების” დამფუძნებელი: ”ჩვენ მომხმარებელთან შესახვედრად განსაკუთრებით ვემზადებით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ტორტები, ნამცხვრები, შოკოლადები გამოირჩეოდეს არამარტო საუკეთესო გემოვნური თვისებებით, არამედ ვიზუალითაც. ჩვენი პროდუქციის არჩევანი მრავალფეროვანია, გემო, კი განუმეორებელი და დაუვიწყარი. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით ვემზადებით სააღდგომო დღესასწაულისთვის. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ ტკბილეულს: ტორტებს, ნამცხვრებს, პასკებს, სააღდგომო ორცხობილებს, შოკოლადის კვერცხებს და ბონბონებს, თემატური დიზაინით.”
მომხმარებელს “ზოის ტორტების” პროდუქციის შეძენა შეუძლია, ზუგდიდში, სპირიდონ კედიას ქ. №3-ში, ასევე სუპერმარკეტ “ზღაპარის” ქსელის ორივე ფილიალში და “ზუგდიდი მოლში”. პროდუქტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ასევე “გლოვოც”.
“ზოის ტორტები” ულოცავს სრულიად საქართველოს და ზუგდიდელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და უსურვებს მშვიდობას და ბედნიერებას.
მისამართი: ქ. ზუგდიდი, სპირიდონ კედიას ქუჩა№ 3.
ტელეფონი: 555 64 96 00.