ნიკოსეულ სასახლეს ვიზიტორები ოთხშაბათობით უფასოდ დაათვალიერებენ


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის კომპლექსში მდებარე ნიკოსეულ სასახლეს მსურველები ოთხშაბათობით უფასოდ დაათვალიერებენ.

“ყოველ ოთხშაბათ დღეს, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში 11:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით, ნებისმიერი ვიზიტორი უფასოდ შეძლებს საგამოფენო სივრცის დათვალიერებას.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება ოთხშაბათობით დადიანების სასახლის წინ მდებარე პარკში არსებული კარიბჭე, ღია დახვდება სტუმრებს”.-აღნიშნულია დადიანების სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × three =

Akismet ანტისპამი