- სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი, ზუგდიდელი, დიმიტრი ქარჩავა, გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
DAAD – ის გაცვლითი პროგრამები არის გერმანიის აკადემიური გაცვლითი დეპარტამენტი/სერვისი, ყველაზე პრესტიჟული, მაღალი სტანდარტების მქონდე ორგანიზაცია გერმანიაში, რომელიც ყოველ წელს ახორციელებს დიდი რაოდენობით გაცვლით-საგანმანათლებლო პროგრამას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი უცხოელი სტუდენტებისთვის. ისეთ პროგრამებს, როგორიცაა საერთაშორისო კვლევები, გაცვლითი პროგრამები, სტიპენდიები, დარგობრივ სფეროში, გერმანული ენის კურსები და ა.შ
პროგრამა მოიცავს სრულად სამედიცინო ხაზს. კურს უხელმძღვანელებენ Daf-დოცენტები. მისი ძირითადი მიზანია სტუდენტების დარგობრივი სამედიცინო გერმანულის დახვეწა, სამედიცინო შემთხვევების ანალიზი და გარჩევა, სამედიცინო სიტყვათმარაგის გამდიდრება, ანამნეზების სტრუქტუირება, სამედიცინო გამოკვლევების წარმართვა, პაციენტებთან კომუნიკაცია, სამედიცინო დოკუმენტებაციის წარმოება, კლინიკებში ვიზიტები და რეგონული (სტატისტიკური) კვლევების წარმოება.